“შემიძლია ვთქვა, რომ შაქარაშვილი ცემის დროს იწვა, მაგრამ ტუჩზე არსებული დაზიანებებით შეიძლება ისიც ითქვას, რომ მას შესაძლოა ვიღაც იჭერდა და პირზე ხელს აფარებდა”,-ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბესიკ კილასონიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მან რამდენიმე საეჭვო გარემოებაზეც ისაუბრა.

“აღწერილია ტარდიას ლაქები ფილტვებში მრავლობითი, რომელიც ხშირად მექანიკური ასფიქსიის დროს ვითარდება. ცემის დროს ისეთი ძლიერი დარტყმები მუშტით ვერ ექნებოდა. მას სავარაუდოდ წიხლებს ურტყამდნენ და მეორე ადამიანი პირზე ხელს აფარებდა, რა დროსაც ის სავარაუდოდ გაითიშა, წყალში გადაგდების შემდეგ კი მოხდა ასფიქსია. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდია”,-აღნიშნა ბესიკ კილასონიამ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

შემიძლია ვთქვა, რომ შაქარაშვილი ცემის დროს იწვა

📌 შემიძლია ვთქვა, რომ შაქარაშვილი ცემის დროს იწვა, მაგრამ ტუჩზე არსებული დაზიანებებით შეიძლება ისიც ითქვას, რომ მას შესაძლოა ვიღაც იჭერდა და პირზე ხელს აფარებდა – ბესიკ კილასონია

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on შაბათი, 01 აგვისტო, 2020

ნათია კანკია
ავტორი
რეკლამა: 0:05