LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემმა მზემ“: „თბილისში ხან ფერარით დავდივარ, ხან ცხენით…“

811

გიორგი გილიგაშვილი, ანუ „ჩემმა მზემ“, როგორც მას ქართულმა მედიამ შეარქვა, ჟურნალ „სარკეს“ საკუთარ თავზე უყვება. როგორც ახალგაზრდა ჩოხოსანი აღნიშნავს: „თბილისში ხან ფერარით დავდივარ, ხან ცხენით“.

ფერარის ქირაობთ?

არა, თბილისი პატარაა, ძმობით და ქრისტეს სიყვარულით ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. ჩემს ქალაქში შეუძლებელი არაფერია, თუნდაც ენცო ფერარიზე ან სუფთა სისხლის არაბულ ცხენზე იყოს საუბარი.

მე და ჩემი ძმები ჩვენ-ჩვენს ქონებას არ ვასხვავებთ ერთმანეთისგან. ადამიანისთვის სამი რამ არის პირადი – ერთი არის მამა-პაპის დანატოვარი ქამარ-ხანჯალი, მეორე – ნათლობის ჯვარი, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი და მესამე არის მეუღლე. ძმაკაცების მატერიალური ქონება ისევეა მათი, როგორიც ჩემი. ასევე ჩემი დედ-მამა მათი მშობლებიც არიან, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი მეუღლესა და ნათლობის ჯვარზე.

ჩემს ოჯახს თავის დროზე 5 ცხენი ჰყავდა. ახლა ჩემი ძმობილი მპირდება, რომ კვიცს მაჩუქებს.

 

კითხვაზე, რატომ იმეორებს ხშირად ფრაზას „ჩემმა მზემ“, გიორგი ასე პასუხობს:

„ეს სიტყვები მე არ მომიგონია, ჩვენი წინაპრების სიტყვებია, რომლებიც ხალხს დავიწყებული ჰქონდა. ქართველებს გენში გვაქვს სითბო, სოყვარული, რაც ამ სიტყვებშია ნაგულისხმები. მიხარია, რომ ამ სიტყვებს ვამბობ, რომლებიც მათბობს, მახარებს და ზიანს არავის აყენებს“.

როგორც გიორგი აღნიშნავს, ის პროფესიით იურისტია, ტელე-რადიო ცენტრში.

რაც შეეხება ქალებს:

„ჩემთვის ყველა ქალი მშვენიერია. ჩემმა მზემ, ის უნდა იყოს „ის“. ქალის იდეალი არ მყავს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები