LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო, იცით, როგორ მიყვარხართ… რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე“ – სააკაშვილის წერილი ქუთაისელებს

298
მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგი წერილით ამჟამად ქუთაისელებს მიმართავს და მისი თანაგუნდელის, ხატია დეკანოიძის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, მისი სურვილია, რომ ქუთაისს უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი დაუბრუნდეს, რათა ქუთაისელებს უცხოეთში გადახვეწა აღარ მოუწიოთ.

„ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო

იცით როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა, რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი.

ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი – შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს, ე.ი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია თითოეულმა თქვენგანმა.
გთხოვთ იაქტიურეთ, საქართველოს და თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება.
სიყვარულით,
მ. სააკაშვილი,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები