LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემთვის ასოცირების შეთანხმება რეცეპტების წიგნს ჰგავს, რომელის მეშვეობით ერთად ვაკეთებთ კერძებს – კარლ ჰარცელი

77
karl-hartseli-w-h

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს ასოცირების შეთანხმების გაფორმების 6 წლისთავს ქართულად ულოცავს. მან ამის შესახებ “ტვიტერში” დაწერა.

“გილოცავთ ჩვენი ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საყრდენის, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების 6 წლისთავს”-წერს კარლ ჰარცელი.

გარდა ამისა ევროკავშირის ელჩის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომავალში დიდი ყურადღებით დააკვირდება დაგეგმილ არჩევნებს და ასევე იმედი გამოთქვამს, რომ ეს არჩევნები აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა.

„ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ექვს წლისთავს, რომელიც ჩვენი ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია. ასევე, ვულოცავ საქართველოს იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია გასული წლის განმავლობაში. მომავალში ჩვენ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით დაგეგმილ არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. ჩვენ ასევე ველოდებით მეტ ენთუზიაზმს სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის თავად სასამართლოში. იმედი მაქვს, ერთად ვიმუშავებთ ეკონომიკის სექტორში მეტი გამძლეობისთვის და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველად გარემოს შექმნისთვის. ასევე, მეტი ინკლუზიურობისთვის, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამით. და ბოლოს, მინდა შევეხო გარემოსა და ენერგოეფექტურობას. ეს არის ის საკვანძო სექტორი, სადაც საქართველო ახლა ვითარდება და კიდევ აქვს გზა გასავლელი ამ მიმართულებით. მე პროგრესს ამ სფეროში განსაკუთრებით ველოდები და მჯერა, რომ ეს სასარგებლო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის და მოსახლეობისთვის. ჩემთვის ასოცირების შეთანხმება რეცეპტების წიგნს ჰგავს, რომელიც სახლში ექვსი წლის წინ წავიღეთ და მას შემდეგ მისი მეშვეობით ერთად ვაკეთებთ კერძებს. ზოგიერთი კერძი, რომელსაც ერთად გავაკეთეთ, მართლაც გემრიელი აღმოჩნდა, როგორც მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია ან “ერასმუს+”-ის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. სხვა კერძები უფრო ბოსტნეულივითაა, მის გასინჯვას დიდად არ ელოდები, თუმცა საბოლოო ჯამში ხვდები, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მე მომავალ წელსაც ველოდები კერძების ერთად კეთებას,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები