LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Ჩემზე ნადირობა დაიწყო“ – სერიალის „ბრიგადა“ვარსკვლავი, დმიტრი დიუჟევი პუტინის კრიტიკის გამო არტისტების ,,შავ სიაში” შეიყვანეს 

651
dujevi

სერიალის ,,ბრიგადა” ვარსკვლავმა, დმიტრი დიუჟევმა ცოტა ხნის წინ ღიად ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში. Მან უკრაინელ ხალხს სრული ნდობა გამოუცხადა, ხოლო რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს, სამარცხვინო უწოდა.

ამ ინტერვიუს შემდეგ, დიუჟევი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. მედიამ მასზე „ფეიქ“ ისტორიების მოგონება დაიწყო, რაც მისი რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად.

„ჩემზე ნადირობა დაიწყო“, – მოკლედ დაწერა დიუჟევმა, თუმცა, როგორც არტისტის გარემოცვა ამბობს, ის პოზიციის შეცვლას არ აპირებს. რუსულმა მედიამ კი დიუჟევი უკვე შეიყვანა არტისტების „შავ სიაში“.

„მრცხვენია ჩვენი ხელისუფლების გამო, ბოდიშს ვუხდი უკრაინელ ხალხს“ – სერიალის „ბრიგადა“ მსახიობი წერილს ავრცელებს

რუსეთში არტისტების „შავი სია“ გამოქვეყნდა – მომღერლებს კონცერტებზე გამოსვლა ეკრძალებათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები