LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩერნობილის მსგავსი 6 რადიაციული კატასტროფა, რომელიც საბჭოთა კავშირმა დამალა

1316
chernobilnews12121

ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც 80-იან წლებში საბჭოთა მთავრობა ავრცელებდა, ჩერნობილის ატომურ სადგურზე აფეთქებას სულ 31 ადამიანი ემსხვერპლა. რეჟიმი საგანგებოდ მალავდა იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც რადიაციის დიდი დოზა მიიღეს და სხვადასხვა დროს, სწორედ ჩერნობილის კატასტროფის შედეგებით დაიღუპნენ. ეს ტრაგიკული ამბავი HBO-ს ახალი სერიალით კიდევე ერთხელ გაცოცხლდა. საინტერესოა მსგავსი რადიაციული კატასტროფების გახსენებაც, რომელთა მასშტაბებსაც საბჭოთა რუსეთი მალავდა.

 

ოპერაცი „სნეჟოკი“

საბჭოთა არმია მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადებოდა და 1964 წლის 14 სექტემბერს მიიღეს გადაწყვეტილება, ტოცკის პოლიგონზე ახალი ბირთვული იარაღი გამოეცადათ. დაახლოებით 8 კმ-ს სიმაღლიდან ჩამოაგდეს 40-მეგატონიანი ბომბი და დაიწყო შტურმი. ღონისძიებას 45 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 14 ათასი ადგილობრივი ესწრებოდა. ყველას გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართეს, რომ უახლოესი 25 წელი ამ საიდუმლო ოპერაციის თაობაზე არაფერი ეთქვათ. 25 წლამდე ვერავინ მიაღწია.

 

კიშტიმსკის ავარია

1957 წლის 29 სექტემბერს ჩელიაბინსკში სიდიდით მესამე, ყველაზე დიდი რადიაციული ავარია მოხდა. ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის სიმძლავრე 270 ათასამდე ადამიანს მიწვდა. აფეთქების მეორე დღეს ელექტროსადგურის თავზე უზარმაზარი რადიაციული ღრუბელი წარმოიქმნა, რომელიც საბჭოთა მთავრობამ „ჩრდილოეთის ნათებად“ შეაფასა.

 

ქარხანა „Кра́сное Со́рмово”

1970ნ წლის 18 იანვარს ქარხანაში მოხდა რეაქტორის არასანქცირებული გაშვება, რომელიც 15 წამში აფეთქდა. დასხივებამ საათში 60 ათას რენტგენს მიაღწია და იმის გამო, რომ ქარხანა დახურული იყო, აფეთქების სიმძლავრემ მიმდებარე ტერიტორიები გადაარჩინა. 12 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 200-მდე თანაშრომელმა რადიაციის დიდი დოზა მიიღო და სხვადასხვა წლებში გარდაიცვალა. რადიაქტიული ნივთიერებების დიდი ნაწილი მდინარე ვოლგაში ჩაიღვარა.

  

კოსმოსი-954

1977 წლის 18 სექტემბერს ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაუშვეს რაკეტა „კოსმოსი-954“, რომელიც ბირთვული რეაქტორებით იყო დატვირთული. 28 ოქტომებრს ობიექტთან კონტაქტი შეწყდა და 24 იანვარს ის დედამიწაზე, კანადის მახლობლად ჩამოვარდა. ჯამში დიდი რადიაციული ღრუბელი შეიქმნა.  საბჭოთა მთავრობა იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა და რაკეტების წარმოება სამი წლით შეაჩერა.

  

ტრაგედია კრამატორსკში

70-იანი წლების ბოლოს, დონეცკის კარიერზე რადიოაქტიური კაპსულა დაიკარგა, რომელსაც ძიების მიუხედავად, ვერ მიაგნეს. გაირკვა, რომ 80-იან წლებში დონეცკის მიმდებარედ დასახლებულ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ოჯახის თითქმის ყველა წევრი ლეიკემიით დაავადდა და გარდაიცვალა.

  

ბუხტა ჩაჟმა

1985 წლის 10 აგვისტოს უსაფრთხოების ყველა ნორმის დარღვევიოთ მოხდა წყალქვეშა ნავით რეაქტიული ზონის გადაკვეთა, რამაც უდიდესი რადიაციული აფეთქება გამოიწვია. ეკიპაჟზე მყოფი 10 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. 290-მდე ადამიანმა რადიაციური დასხივება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები