LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალ „ჩერნობილის“ შემდეგ ჩერნობილში ტურიზმი გაიზარდა (ფოტოები)

606
3

HBO-ს სერიალის „ჩერნობილის“ გამოსვლის შემდეგ ჩერნობილში ტურიზი 40%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ზოგიერთი ტურისტული სააგენტო მსურველებს სერიალში ნაჩვენებ ადგილებში სპეციალურ ექსკურსიებს სთავაზობს. უკრაინული მედიის ცნობით, ჩერნობილში ინგლისურენოვანი ტური დაახლოებით 100 დოლარი ღირს.

„ჩერნობილი“ 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში, ჩერნობილის ტერიტორიაზე ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიაზე მოგვითხრობს. ის IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები