LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურაში მაღაროელების აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ

109
collage

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. როგორც ერთ-ერთმა მაღაროელმა გელა ბაძგარაძემ განაცხადა, მათ სოლიდარობა ზესტაფონის “ფეროს” და ტყიბულის შახტის თანამშრომლებმა გამოუცხადეს და აქციას შეუერთდნენ. მისი თქმით, კომპანიას ვადა 27 მაისამდე მიეცა.

„აქცია სამართლიანია. ვიზიარებთ ყველა მოთხოვნას. ამიტომ ტყიბულელი მეშახტეები ჭიათურელების გვერდით ვართ… მთელი ტყიბული ტიროდა ამ დღეებში ჭიათურაში განვითარებული მოვლენების, ამ აქციის გამო. მთელი საქართველო უნდა დაუდგეს ამ ხალხს გვერდით.

ჩვენ ვიცით, რა არის მაღარო, ჩვენ ვიცით, რა არის შახტა… ვიცით, რა არის ასეთი სამუშაოს ფასი და რამდენი ადამიანი შეეწირა ამ საქმეს. ახლა დაახლოებით 50 ადამიანი ჩამოვედით, მაგრამ, თუ საქმეს დასჭირდა, ასობით და ათასობით ადამიანიც ჩამოვა ტყიბულიდან“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ტყიბულიდან ჭიათურაში ჩასულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

მაღაროელები ჭიათურაში უკვე მე-9 დღეა შიმშილობენ. ამ ეტაპზე მოშიმშილეთა რიცხვი 15-ს შეადგენს, მათგან სამმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ჭიათურაში მაღაროელთა მასშტაბური საპროტესტო აქცია უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს. აქციაში ჩართულია 3000-ზე მეტი მაღაროელი. კარვები გაშლილია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის შენობის გვერდით მდებარე სკვერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები