LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურის მაღაროში თანამშრომელმა ცვლის უფროსი დაჭრა – ნაცემია საჩხერის პოლიციის უფროსი

298
police-line-tape-1497879374-4867

ჭიათურის მუნიციპალიტეტში პერევისას მაღაროში თანამშრომელმა ცვლის უფროსი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით კი, საჩხერის პოლიციაში გამოცხადდა, სადაც პოლიციელს დაესხა თავს.

თავდასხმის მიზეზი უცნობია, რაც შეეხება მაღაროში დაპირისპირებას ჭიათურის პროფკავშირების უფროსის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება, რომელიც დაჭრით დასრულდა, სავარაუდოდ სოციალურ ნიადაგზე მოხდა.

მაღაროების რამდენიმეთვიანი გაჩერების გამო, თანამშრომლები გაათავისუფლეს, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

თანამშრომლის მიერ დაჭრილი მაღაროს ცვლის უფროსი ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საჩხერეში პოლიციელზე თავდასხმაში და თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დააკავებულია. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები