LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატივასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა

257
BeFunky-collage (53)

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩიჩილაკის შესახებ ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს შეხვდა.

“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან შეხვედრაზე, ჩიჩილაკისა და “კალანდას” შესახებ, ჩემს ინიციატივებზე ვისაუბრეთ”,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

BBC-მ ჩიჩილაკს სიუჟეტი მიუძღვნა: საახალწლო ხე ტყის გაჩეხვის გარეშე (ვიდეო)

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/184262059435238/

რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, ჩიჩილაკი და „კალანდობა” საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს. ამ ინიციატივის შესახებ მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში „კალანდობა 2020“-ის საზეიმო ღონისძიებების დასრულებისას განაცხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები