LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის დესპანი ჩინურ კომპანიებს საქართველოში ფულის ჩადებისკენ მოუწოდებს

89
thumb

ვფიქრობ, ქართველი ხალხი იყენებს საკუთარ ნიჭს და ტრადიციულ გამოცდილებას იმისათვის, რომ განავითაროს საკუთარი ეკონომიკა, ვაჭრობა, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დესპანმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დასძუბამ რომ საქართველოს გააჩნია უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რის მეშვეობითაც ქვეყანას შეუძლია განავითაროს საკუთარი როლი – ერთი სარტყელი ერთი გზის ფარგლებში.

„მე პირველად ჩამოვედი საქართველოში და როგორც საელჩომ მითხრა, აქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია მოხდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ქართველი ხალხი იყენებს საკუთარ ნიჭს, საკუთარ ტრადიციულ გამოცდილებას იმისათვის, რომ განავითაროს საკუთარი ეკონომიკა, ვაჭრობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ძალიან კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები იმისათვის, რომ მოხდეს მეტი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა. არაერთი ჩინური კომპანიაა საქართველოში, რომელიც მრავალ სფეროში საქმიანობს, საქართველო ქმნის მარშრუტს ევროპასა და აზიას შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩინეთი აუცილებლად მოუწოდებს ჩინურ კომპანიებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ საქართველოში, გამოიყენონ მისი უნიკალური სატრანსპორტო პოტენციალი,“- განაცხადა ლიუ ჰუიმ.

პრემიერი - „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ქართველებს დაგვეხმარება უფრო კარგად შევასრულოთ ჩვენი მისია

აზიისა და ევროპის უმოკლესი გზით დასაკავშირებლად საქართველო ჩართულია სხვადასხვა ინიციატივებში

შეგახსენებთ, დღე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად გაიხსნა.

ფორუმი მთავრობებსა და ბიზნესებს შორის მაღალი დონის დიალოგს წარმოადგენს, ეს არის პლატფორმა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები