LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში არ შეუშვებენ – როდიდან ამოქმედდება შეზღუდვა

116
9886c5fbf613882a3065ab54525506fb

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტურისტული, სასწავლო და პირადი მიზნებისთვის, ასევე დასაქმების მსურველ ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში დროებით აღარ შეუშვებენ. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, შეზღუდვა 20 თებერვლიდან ამოქმედდება.

აღნიშნულ განკარგულებას ხელი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა უკვე მოაწერა.

კორონავირუსის შემთხვევები ამ დროისთვის მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა. პირველი შემთხვევა გამოვლინდა აფრიკაში – დაინფიცირების შესახებ ეგვიპტეში განაცხადეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად მთავრობებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ ძვირი და რისკიანი სამუშაო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ახალი ვაქცინის შესაქმნელად, ასობით მილიონი დოლარი იქნება საჭირო.

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1 665-მდე გაიზარდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები