LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ დასაქმებულის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

91
CRCC New Logo

6 ოქტომბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალის მიერ დასაქმებული  – თ.ჩ.

კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებს და მზად არის მაქსიმალურდახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს  მის ოჯახს.

მომხდარი ფაქტის შესახებ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ინფორმირებულია კომპანიის მიერ. მიმდინარეობს გამოძიება.  საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები