LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთმა უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 50%-ით შეცვალა

1125
მონაც

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შეცვალა.

განახლებული მონაცემებით, ქალაქ უხანში, საიდანაც პანდემია დაიწყო, გარდაცვლილთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა. დაღუპულებს 1290 დაემატა და 2 869 გახდა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის თითქმის 50%-იანი ზრდაა.

მთავრობა განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილება დაკავშირებულია საავადამყოფოს გარეთ გარდაცვალების ფაქტების აღრიცხვასთან.

ჩინეთის მიერ კორონავირუსით გარდაცვლილებისა და ინფიცირებულების შესახებ გავრცელებული მონაცემები საჯაროდ ეჭვქვეშ არაერთხელ დააყენა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

უხანში გარდაცვლილთა რაოდენობის შეცვლა ამ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად სწორედ ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები