LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ბოლო ექვსი დღის განმავლობაში, ყოველდღიურად კორონავირუსის 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

56
COVID

ჩინეთში, ბოლო ექვსი დღის განმავლობაში, ყოველდღიურად კორონავირუსის 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი, ქვეყანაში „COVID-19“ 109 ადამიანს დაუდასტურდა.შემთხვევების მატება ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებშიც ვლინდება, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ შესაძლოა დიდი დღესასწაულების დროს ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატოს.

ცნობისთვის, როგორც ჩინური მედია აცხადებს, პრევენციის მიზნით, ჩინეთში 30 მილიონამდე ადამიანი ჩაკეტილია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით კი, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია 89 336 ადამიანს დაუდასტურდა, 4 635 კი დაიღუპა. ჩინეთში, ამჟამად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური ჯგუფი იმყოფება, რომელიც გლობალური პანდემიის წარმოშობას იკვლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები