LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1868-მდე გაიზარდა

169
1581997388-FB-IMG-1581997374303
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1868-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსს 98 ადამიანი ემსხვერპლა, 1 701 ადამიანი საავადმყოფოებიდან გაწერეს, ხოლო 1 886 ადამიანი დაინფიცირდა.
საერთო ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 72,436-ს მიაღწია.

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევაა 30 იანვრის შემდეგ, როცა ერთ დღეში დაავადებულთა რაოდენობა 2 000 ადამიანზე ნაკლებია.

უხანის საავადმყოფოს ხელმძღვანელი არ გარდაცვლილა – ჩინურმა მედიამ დეზინფორმაცია გაავრცელა

მისი თქმით ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ კლება შენარჩუნდება.

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 70,635 დადასტურებული, მათ შორის 1,772 ფატალური, შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება ჩინეთის ფარგლებს გარეთ, მისი თქმით ვირუსით 25 ქვეყანაში 700-ზე ნაკლები ადამიანია დაინფიცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები