ჩინეთში ტორნადომ საბავშვო გასაბერი ბატუტი ამოაყირავა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი და დაშავდა შვიდი ბავშვი.

უბედური შემთხვევა ხებეის პროვინციაში, ქალაქ ლაიუანის ცენტრალურ მოედანზე მოხდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მყოფი ხალხი სასახლის ფორმის გასაბერი კონსტრუქციის გასწორებას თავად ცდილობდა, თუმცა მისი აწევა მხოლოდ მაშველების მისვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ინციდენტის დროს ერთი ბავშვი ადგილზევე დაიღუპა. მეორე კი, მიღებული ტრავმების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.