LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხუბი თუ უბრალო შელაპარაკება: დავით თარგამაძის პირველი კომენტარი

210
შევარდენი

საფეხბურთო კლუბ „შევარდენის“ ვარჯიშზე, დღეს ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე დავით თარგამაძე და მისი 19 წლის თანაგუნდელი ბექა ხარშილაძე მონაწილეობდნენ.

“ვარჯიშის დროს ბექამ დავით თარგამაძეს ბურთი მოარტყა, რასაც თარგამაძის გაღიზიანება მოჰყვა. ხარშილაძემ აუხსნა თარგამაძეს, რომ ფეხბურთია და შესაძლოა ბურთი მოგხვდეს კიდეც და ეს სათამაშო მომენტი იყო, თუმცა თარგამაძის პასუხი იყო აგრესიული, რომ მან არ იცის ვისთან აქვს საქმე და რომ მის სახელსა და გვარს დააზეპირებინებს“, – ვკითხულობთ recorder-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდართან დაკავშირებით „ფორტუნა“ დავით თარგამაძეს დაუკავშირდა.

ფეხბურთელმა ჩვენთან საუბარში უარყო მსგავსი ტიპის დაპირისპირება და აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ ცილისწამებაა.

„სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ჩემზე დაწერილ მასალას. მანახონ კადრები, სადაც მე ვჩხუბობ. გავრცელებულ კადრებში ეს არ ჩანს. მგონია, რომ მსგავი რამ არავისთვის არ დაუწერიათ. ყველაფერს დაწვრილებით გიამბობთ. იქ ვიყავი და ჩემზე კარგად არავინ იცის, რა მოხდა. რეალურად მე და ჩემს ძალიან ახლო მეგობარს ერთმანეთში მოგვივიდა შელაპარაკება. ასეთი რამ ნებისმიერ გუნდში ხდება, ეს ჩვეულებრივი ვარჯიშის პროცესია. არ ვაპირებ, ვინმეს ლანძღვა დავიწყო, ასეთი ამბის გავრცელებისთვის და არც ვარ ასეთი ადამიანი. ეს უბრალოდ ცილისწამებაა, მეტი არაფერი. არ მომხდარა არც ჩხუბი და არც არაფერი. ერთმანეთში იყო პატარა შელაპარაკება და ჩვეულებრივად გავაგრძელეთ ვარჯიში.
იყო ჩვეულებრივი ერთწუთიანი შელაპარაკება, რის შემდეგაც გავაგრძელეთ ვარჯიში. წერენ, რომ თურმე ბურთი მოვარტყი, ეს უკვე მარაზმია. ასეთი რამ არასოდეს მომსვლია, ლამის 30 წელია ფეხბურთელი ვარ. ეს არის უბრალოდ ცილისწამება“, – აღნიშნა თარგამაძემ ჩვენთან საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები