LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭორიხის ხიდის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

91
53615543_2379096592143207_5336408831335333888_n

აზიის განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები აჭარაში იმყოფებიან. აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია აჭარაში ჭოროხის ხიდის მშენებლობის და ბულვარის გაგრძელების უმნიშვნელოვანეს პროექტს დააფინანსებს.

მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა.

არსებული გადაწყვეტილების მიხედვით, ტექნიკურ-ეკონომიკური ანაზლის წინა მოსამზადებელ დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, რის საფუძველზეც მალე პროექტის განხორციელება დაიწყება.

ჯაბა ფუტკარაძემ აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ტონი მაკდონალდთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად ჭოროხის ხიდის მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორია და ახალ ბულვარში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი სწორედ აზიის განვითარების ბანკის 57 მლნ ლარის ღირებულების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

►პროექტის მიზანია აეროპორტისა და სოფელ ადლიას მონაკვეთზე ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისგან დაცვა და მისი აღდგენა/გაფართოება.

►ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობა აშენდება და სანაპიროს აღდგენა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით განხორციელდება.

►ტერიტორიაზე 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი მოეწყობა, რომლის სიგრძე 20 მეტრი, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი იქნება.

„აჭარას ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტით სტუმრობენ აზიის განვითარების ბანკის მაღალი რანგის თანამდებობის პირები. ძალიან დიდია აღნიშნული მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის დაინტერესება ზოგადად საქართველოსადმი და კონკრეტულად აჭარისადმი. მათი მხარდჭერით უკვე ხორციელდება ერთ-ერთი უმსხვილესი ნაპირგამაგრების პროექტი. დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ ბულვარის გაგრძელებაზე და ჭოროხის ხიდის ინფრასტრუქტურულ პროექტზე. უკვე დავიწყეთ ტექნიკური ეკონომიკური ანალიზის დოკუმენტზე მუშაობა და ეს დოკუმენტი ძალიან მალე მზად იქნება. ამის შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდება და პროექტის განხორციელება დაიწყება,“- განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ორგანიზაციის დირექტორმა იესიმ ელჰან ქეიელერმა.

„საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით და ჩემი აჭარაში ვიზიტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ამ პოტენციალის ხელშეწყობას ითვალისწინებს,“- განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ტონი მაკდონალდმა.

„აზიის განვითარების ბანკს საქართველოსთან მნიშვნელოვანი პარტნიორული ურთიერთობა აქვს. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ურბანული ტრანსპორტის განვითარების, ნაპირგამაგრების და სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტების მიმართულებით ბოლო 9 წლის განმავლობაში. რაც შეეხება აჭარის ნაპირგამაგრებას, ეს არის 300 მლნ დოლარის მულტი დაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი, საიდანაც 57 მლნ ლარი სწორედ აჭარის შესანიშნავი ქალაქის სანაპიროს დაცვას და მის აღდგენას მოხმარდება. აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ მზად გავზარდოთ არსებული პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან, რომ რაც შეიძლება უკეთესი ინფრასტრუქტურით ისარგებლოს მოსახლეობამ. ჩვენი საქმიანობა ახალი პროექტების განხორციელების კუთხით გრძელდება,“- განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ორგანიზაციის დირექტორმა იესიმ ელჰან ქეიელერმა.

დღეისათვის აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სხვადასხვა პროექტს 1,9 მილიარდი დოლარით აფინანსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები