LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გამო უკვე მეორე ადამიანი დახვრიტეს

6555
5497d846eab8ea0623010d88

კორონავირუსის გავრცელების შესაძლო საფრთხის გამო ჩრდილოეთ კორეა განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს. ჯერ კიდევ თებერვალში ქვეყნის ლიდერმა ვირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სასჯელის უმაღლესი ზომა დააწესა. ვაჭრობის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე კარანტინში მოათავსეს. მას აეკრძა­ლა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე იზოლირებული შენობის დატოვება და გარეთ გას­ვლა, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც აკ­რძალ­ვას არ და­ემორ­ჩი­ლა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აბა­ნო­ში წა­ვი­და, ის… დახ­ვრი­ტეს.

კორონავირუსის გამო ჩრდილოეთ კორეაში ჩინოვნიკი დახვრიტეს: კაცი აბანოში წავიდა და ეს არ აპატიეს

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შესაძლო რისკის გამო კიდევ ერთი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე უცხოური მედია ავრცელებს, მათ შორის International Business Times და ბლოგერი Secret Beijing. რაც შეეხება კორეულ მედიას, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ აქ ინფიცირებულთა რაოდენობა 19-ია, ხოლო გარდაცვლილია 5 ადამიანი. ოფიციალური ფხენიანი ინფორმაციას არ ადასტურებს. ადგილობრივი გამოცემის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი იანვრის შემდეგ საზოგადოებაში არ გამოჩენილა.

ამ დროისათვის ჩრდილოეთ კორეას დახურული აქვს როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვრები ჩინეთთან, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება საკარანტინო რეჟიმი 30 დღის განმავლობაში.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები