LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთით თქვენს დიდ მეზობელს სურს, იხილოს არეულობა, დაქსაქსულობა, დემოკრატიის ისე გათელვა, როგორც ამას საკუთარ ქვეყანაში აკეთებენ: “ევროპის ინიციატივის” თავმჯდომარე პოლიტიკურ პროცესებზე

77
FORTUNA.GE-

“რომელიმე მხარეს არ მივემხრობი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩრდილოეთით თქვენს დიდ მეზობელს სურს, იხილოს არეულობა, დაქსაქსულობა, დემოკრატიის ისე გათელვა, როგორც ამას თავად აკეთებენ საკუთარ დიდ ქვეყანაში.” – საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე “ამერიკის ხმასთან” საუბრობს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის “ევროპის ინიციატივის” თავმჯდომარე, თადარიგის გენერალი და მოუწოდებს მხარეებს, ფოკუსირდნენ დიალოგზე და დიად ქვეყანაში ერთობა დააბრუნონ.

ფილიპ ბრიდლოვი საქართველოს დიად ქვეყანას უწოდებს და ამბობს, რომ მხარეებმა მხოლოდ ღირებულებებზე რომ გააკეთონ ფოკუსირება და გამონახონ ერთმანეთთან საერთო თემები, საქართველოც გამოვა აღნიშნული სიტუაციიდან:

“ახლა მხარეებს პოლიტიკური პრობლემები აქვთ, მაგრამ მათ საერთო ღირებულებები აერთიანებთ. ვფიქრობ, საქართველოში ყველა ძალა იზიარებს ამ ღირებულებებს და იმას, თუ რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ გაიხსენონ რა გვაერთიანებს და ფოკუსი ამაზე გააკეთონ. ფოკუსი დიალოგზე გააკეთონ და ამ დიად ქვეყანაში ერთობა დააბრუნონ.

ჩემთვის მტკივნეულია იმის ყურება, რაც საქართველოში ხდება. ვლოცულობ იმისთვის, რომ ქვეყანამ მონახოს გამოსავალი ამ ბრძოლებიდან, რადგან ის დიადი ერია და გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, მსოფლიოს ამ ნაწილში, ის ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვსურს დავინახოთ, რომ ყველა მხარე განაგრძობს დიალოგს იმისთვის, რომ ერთად იპოვონ გამოსავალი ამ პრობლემების გადასალახად და თავიდან აიცილონ ის, რაც ჩრდილოელ მეზობელს სურს.” – ამბობს ინტერვიუში ბრიდლოვი.

საერთაშორისო ორგანიზაციები, დასავლელი პარტნიორები და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები უკვე ერთი კვირაა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან, მოუწოდებენ მხარეებს კრიზისის განმუხტვისა და დიალოგისკენ და ამბობენ, რომ ერთადერთი, ვინც ამ პროცესებით შეძლებს სარგებელი ნახოს – საქართველოს ჩრდილოელი მეზობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები