LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩუმი სიცარიელე – მიტოვებული ულამაზესი შენობები აფხაზეთიდან (ფოტოები)

1512
75653354-1562577847229349-1148043611464531968-n

ქართული ტურიზმის „დაკარგული ხერხემალი“, რომელსაც ჩვენი ეკონომიკისთვის განუზომელი სარგებლის მოტანა შეეძლო – ასე აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები აფხაზეთს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩვენს ამ ულამაზეს რეგიონს, მართლაც უსაზღვრო ტურისტული შესაძლებლობები გააჩნია, რომელთა გამოყენების შესაძლებლობა დღეს ჩვენ არ გვაქვს, თუმცა ამ შესაძლებლობებს არც ამჟამად იქ მაცხოვრებლები იყენებენ. აფხაზეთის სანაპირო ერთ–ერთი საუკეთესო საკურორტო ზონაა შავი ზღვისპირეთში თავისი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ, გაგრა – ბიჭვინთის ზონა ეს არის ოპტიმალური საკურორტო ზონა, შესაბამისი, თანამედროვე საკურორტო განვითარების პირობებში.

ისტორიულად, აფხაზეთის შავი ზღვის პლაჟები მრავალ ტურისტს იზიდავდა მიმდებარე ქვეყნებიდან. აფხაზეთის 1992-1993 წლების ომამდე, რეგიონს ყოველწლიურად 202 000 ტურისტი სტუმრობდა. ამჟამად კი აქ, ძირითადად, მხოლოდ რუსი ტურისტები ისვენებენ, მათთვის აფხაზეთი მარტივად ხელმისაწვდომი, იაფი კურორტია.

დღეს ერთ დროს ულამაზესი აფხაზეთი სრულად მიტოვებულია. დანგრეული და განადგურებულია კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ძეგლი, რომელთა დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ხოლმე. ამჯერად ფეისბუქ გვერდი „წყალტუბო“ ავრცელებს რამდენიმე ფოტოს აფხაზეთიდან, სადაც ჩანს: მიტოვებული რკინიგზის სადგური, სოხუმის პარლამენტის შენობა, სოხუმის რკინიგზის სადგური, ყოფილი კოლეჟის შენობა გალში და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები.

ყოფილი კოლეჯის შენობა გალში

მიტოვებული რკინიგზის სადგური

სოხუმის პარლამენტის შენობა

სოხუმის რკინიგზის სადგური

განადგურებული კურორტი

პოსტსაბჭოთა სიცარიელე

რიწის ტბა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები