LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ არ ვართ კრამერების და ბრაიზების კოლონია” – აქცია ამერიკის საელჩოსთან

388
70188853-728425464269514-476819100174123008-n

„ჩვენ ვიკრიბებით, რათა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს: უნდა დაასრულოთ მწამებელთა პარტიების მხარდაჭერა,“- “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი დღეს ამერიკის საელჩოსთან აქციას მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მეთიუ ბრაიზა ინაშვილზე: ჩემს ქვეყანაში ის ციხეში მოხვდებოდა

"ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა"

“დღეს, 15 სექტემბერს, ზუსტად 4 საათზე ვიკრიბებით ამერიკის საელჩოსთან. სიმბოლურია, რომ ჩვენი შეკრება დემოკრატიის საერთაშორისო დღეს ემთხვევა. ჩვენ ვიკრიბებით სწორედაც რომ დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად და დასაცავად!

ჩვენ ვიკრიბებით, რათა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს: უნდა დაასრულოთ მწამებელთა პარტიების მხარდაჭერა! უნდა დაინახოთ, შეიგრძნოთ ქართველი ხალხის გულისტკივილი და ბრაზი, რაც გამოწვეულია სრულიად ნათელი და სამწუხარო გარემოებით:
2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ, გამუდმებით აძლევთ სტიმულს და ახალისებთ მწამებელთა პარტიებს. ამ პარტიების ლიდერები აწამებდნენ და კლავდნენ ადამიანებს, ეს არაა ევროპული, დასავლური აზროვნება.

საქართველო გუბერნია არ არის: „პატრიოტთა ალიანსი“ დევიდ კრამერს ებრძვის და მასშტაბურ აქციებს აანონსებს

პარტია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს.

უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი სამშობლოს მეგობრებს, მაგრამ კრამერები და ბრაიზები (რომლებიც გვესმის, რომ ამერიკაშიც ბოკერია-სააკაშვილები არიან), ძალზედ აზიანებენ ჩვენს გულწრფელ გრძნობებს და ჩვენს ურთიერთობას. მათი უკიდეგანო თავხედობა და უპატივცემულობა იწვევს ჩვენს აღშფოთებას.

ჩვენ არა ვართ კრამერების და ბრაიზების კოლონია, ჩვენი დირექტორები არ არიან კრამერები და ბრაიზები.

15 სექტემბერის აქცია, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი აქციაა. ქართველ ხალხს ნამდვილად არ ეშლება, ცივილურად და კულტურულად როგორ გამოხატოს მისი სათქმელი.

ყველას, ვინც იზიარებს ჩვენს სულისკვეთებას, 15 სექტემბერს, 4 საათზე ველით ამერიკის საელჩოსთან,” – წერს ირმა ინაშვილი.

ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები