LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ არ ვართ ზრდასრული საზოგადოება, 20 წლის ასაკში, 30 წლის ასაკში, მიჯაჭვული ვართ მშობლებზე“ – ნატა მეფარიშვილი

511
nata-mefarishvili-7-rcheva-show-2020-02-03-08-37-37-143756

რატომ იკვეთება აღზრდის სტილსა და მშობლობაში განათლების პრობლემები – ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა ამ თემაზე „ფორტუნასთან“ ისაუბრა.

მამარდაშვილი ამბობდა, რომ ჩვენ საზოგადოებაში არიან ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულები, რამდენად ეთანხმებით?

ასეა. ვეთანხმები. ჩვენი საზოგადოების ძირითადი პრობლემაა ინფანტილიზმი, ჩვენ არ ვართ ზრდასრული საზოგადოება, 20 წლის ასაკში, 30 წლის ასაკში, მიჯაჭვული ვართ მშობლებზე. დავუშვათ ყველას თავისი საცხოვრებელი გარემო არ აქვს, მაგრამ არიან მოზრდილები, როცა ცალკე ცხოვრების შანსი ჩნდება, ისევ მშობლებთან ცხოვრება ურჩევნიათ. ესაა პასუხისმგებლობის აღების შიში და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მშობლობის უნარებზე აქცენტების გაკეთება, რომ არ იყოს გართულება, რომელიც ემოციურ და ქცევით დისფუნქციებს უკავშირდება. არ ვგულისხმობ პატარა ასაკს, არამედ მოზრდილ შვილებსა და ზრდასრულ მშობლებზე მაქვს საუბარი.

ჩვენ განათლების პრობლემა გვაქვს, არა მარტო ბავშვების, არამედ მოზრდილობის დონეზე, განათლება მხოლოდ სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლებს არ გულისხმობს, ეს უწყვეტი პროცესია, არსებობს თვითგანათლება, ეს ინტელექტს უკავშირდება, თუ ამ მიმართულებით არ განვითარდებით, ყოველთვის გვექნება თვითშეფასების პრობლემები, არასწორი ქცევები და ამას მივყავართ დეპრესიამდე, შფოთვამდე, აგრესიამდე, ძალადობამდე.

გადაცემა ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები