LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ არ ვრჩერდებით“ – ნახეთ, რა გაკეთდა ბათუმის აეროპორტში (ფოტოები)

100
118993068-3139019306195508-2340265940807982740-o

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი აქტიურად გრძელდება. „ჩვენ არ ვრჩერდებით“ – ამ სათაურით უახლეს ინფორმაციას და ფოტომასალას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ოფრენის ზონაში დასრულდა კარკასული სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა ტიხრებისა და ფასადის მოპირკეთების სამუშაოები;

დასრულებულია საბარგო ზონის გაფართოების სამუშაოები და დაიწყებულია ავტომატური კონვეერული სისტემის მონტაჟის პროცესი;

გაფრენის ზონაში დასრულდა საძირკვლის და კოლონების მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს გადახურვის მოწყობის სამუშაოები.

მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების ახალი სისტემების მოსაწყობად საკომუნიკაციო ქსელების განახლება.

შეგახსენებთ, TAV Georgia-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის საერთო საინვესტიციო თანხა 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები