LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არც ერთხელ არ მიგვიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ქვეყანას დააზიანებდა – მაია ცქიტიშვილი

1541484138

“როგორც ვიცე-პრემიერი და როგორც ამ მთავრობის წევრი, პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ჩვენ არც ერთხელ არ მიგვიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ქვეყანას დააზიანებდა”,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ახლაც დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელიც იქნება მიღებული მისი კოლეგების მხრიდან ეკონომიკის სამინისტროში, თუ ზოგადად, მთავრობის მიერ, იქნება ქვეყნის ინტერესების დასაცავად მიმართული.

„ასეთი სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ გვსმენია უშუალოდ გაზპრომთან მიმართებაშიც და როგორც ვნახეთ არაერთხელ ჩვენ არ ავყოლილვართ არასდროს კაბალურ პირობებს, არც განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ ვყოფილვართ არასდროს. ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ისე, როგორც ეს შეესაბამება კანონმდებლობას და რაც შეესაბამება ჩვენს რწმენასაც, ასე რომ გარწმუნებთ, ეს ეჭვები ნამდვილად უსაფუძვლოა,“- განაცხადა მაია ცქიტიშვლმა.

მისივე თქმით, მისთვის ძალიან ცხადი იყო ამასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებაც, რომ საქართველო არ და ვერ დაკარგავს მის სატრანზიტო ფუნქციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები