“ჩვენ დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატოს ბაზების განთავსება გვაშფოთებს, ჩვენ ამას სამხედრო და პოლიტიკური გზით ვუპასუხებთ,”-ეს განცხადება რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სერბეთის გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება საფრთხის შემცველია.

მედვედევი მიიჩნევს, რომ ნატომ, ქვეყნები, რომლებსაც შიდა კონფლიქტები აქვს, ალიანსში არ უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში თუ ნატო რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ბაზებს განათავსებს, სამხედრო პასუხით იმუქრება.

“საქართველოსა და უკრაინაში ვითარება მარტივი არ არის. არავინ უარყოფს, რომ რუსეთს საკუთარი უსაფრთხოების დაიცვა სურს. ჩვენ დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ, და ჩვენს საზღვრებთან ნატოს ბაზების განთავსება გვაშფოთებს, ჩვენ ამას სამხედრო და პოლიტიკური გზით ვუპასუხებთ. როდესაც ნატო იმ ქვეყნების მიერთებას ცდილობს, რომლებსაც შიდა კონფლიქტები აქვთ, ეს თავად ნატოს წესდებას ეწინააღმდეგება და ამან სერიოზული შედეგები შეიძლება მოიტანოს,” – აცხადებს მედვედევი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05