LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ განსხვავებული სამი კაცი ვართ, ვერავის ვერგებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ფრაქციას არაფერი სჯობს: ხვიჩია

61
Untitled design

“გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ საპარლამენტო ფრაქციას არაფერი სჯობს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ “მათს პარტიაში “სამი განსხვავებული კაცია და ასე ვერავის ერგებიან”.

ხვიჩია არ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს განსხვავებულში, თუმცა აღნიშნავს, რომ ამას საზოგადოება მალე შეიტყობს:

“ჩვენ განსხვავებული სამი კაცი ვართ, ვერავის ვერგებით ასე, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ფრაქციას არაფერი სჯობს. განსხვავებულობაში რას ვგულისხმობთ, ამას ცოტა ხანში შეატყობთ.” – განაცხადა ზვიჩამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში უკვე ორი ოპოზიციური ფრაქცია უკვე შეიქმნა: “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” და “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”.

იმისათვის, რომ ფრაქცია შეიქმნას, საჭიროა შვიდი დეპუტატი. “გირჩის” საპარლამენტო შემადგენლობაში კი სამი წევრია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები