LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები საგარეო კუთხით” – რას გულისხმობს დავით ზალკალიანი

107
69983825-119989126034125-3838870747309146112-o (1)

მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები საქართველოს საგარეო პოლიტიკაში და ოპოზიცია, რომელიც, მინისტრის თქმით, საზოგადოებას სიყალბეში აცხოვრებს.

საგარეო უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ მთავრობა ყველა ფორმატს და საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნას მაქსიმალურად იყენებს, რომ საქართველოს თემატიკა რას შეიძლება პრიორიტეტული იყოს. 

ბარიერების აღმართვა შეჩერებულია, რაც სახელმწიფოს თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია – ზალკალიანი

"სახელმწიფომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით."

„პარადოქსულია, რომ ის მიმართულება, სადაც ჩვენ გვაქვს ყველაზე ხელშესახები შედეგები, არის გამოყენებული იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ სიცრუეში და აცხოვრონ სიყალბეში, წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს ჩვენ საგარეო პოლიტიკურ კურსში გვაქვს პრობლემები.

საქართველო ყველა უმაღლეს ტრიბუნას იყენებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას და უკანონო ქმედებებს აქვს სათანადო შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუნდაც ის, რომ ჩვენ როგორც არასდროს, გაცხადებული გვაქვს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, მივდივართ ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებისკენ, ნატოსკენ, როგორც ყველაზე მოწინავე ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაწევრიანებისათვის – ყველაფერი ეს მიანიშნებს წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები