LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად – მადლი მოგცეთ უფალმა, სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია: პატრიარქი

60
პატრიარქი-ფორტუნა

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია,“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა.

კათოლიკოს – პატრიარქმა წირვა-ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ღმერთი მოწყალეა. სახარებაში სწერია, რომ მოციქულები დაბრუნდნენ ამაღლების შემდეგ სიხარულითა დიდითა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გზა, ჩვენ უნდა გავიაროთ.

ეს არის ღვთის წყალობის, მადლის გზა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა,“- ბრძანა პატრიარქმა.

პოპულალურები