LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, უნდა ვაღიაროთ შეცდომა“ – თამარ გაგოშიძე

1161
69848802-521835235312333-6302997552081928192-n

ძალადობა 21-ე საუკუნის პრობლემად რჩება. მოზარდებს შორის ძალადობის ფაქტები მთელ მსოფლიოშია გაზრდილი. როგორია მოძალადე მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა – ამ თემაზე ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ „ფორტუნასთან“ისაუბრა.

მოძალადე ბავშვიც და მოზრდილიც არის მსხვერპლი. მოძალადეები არ ხდებიან კარგი ცხოვრების გამო, მათ აქვთ ცუდი გამოცდილება ადამიანებთან ურთიერთობის, ისინი თვითონ შეიძლება იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი, არ ჰქონდეთ სტრესთან მდგრადი გამკლავების უნარი. განსაკუთრებით ბიჭებს ეხებათ, რადგან ბიჭები, სტრესისა და დეპრესიის დროს,  აგრესიით პასუხობენ სიტუაციას. ბევრი შემთხვევა მაქვს, როცა მშობლები ჩივიან სკოლებში ბულინგის ფაქტებზე, სკოლები ვერ აგვარებენ ამ სიტუაციას, რადგან თანამშრომლობა ერთმანეთის დაბრალებაში გადადის. ადამიანები ძალადობის წინააღმდეგ იბრძვიან, თუმცა საბოლოო ჯამში ერთმანეთს ებრძვიან და ისევ ძალადობრივ სტრატეგიებს იყენებენ.

ჩვენს საზოგადოებაში ვერც მასწავლებელი და ვერც მშობელი ვერ იტყვის რომ შეეშალა, ბავშვსაც არ აძლევენ იმის თქმის უფლებას, სისუსტედ თვლიან. ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, უნდა ვაღიაროთ შეცდომა

ვრცლად გადაცემა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები