LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ შორის ისეთი სინთეზია, ეს ყველაფერი ზღაპარივითაა…“ – ხატია შამუგია და ბაჩო ქაჯაია

12
ბაჩო-ქაჯაია-&-ხატია-შამუგია

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმრები არიან ხატია შამუგია და ბაჩო ქაჯაია, რომლებმაც საკუთარ კარიერასა და ეკრანულ ტანდემზე ისაუბრეს.

ხატია, შენ პირველად მიგყავს ტელეგადაცემა…

სატელევიზიო გადაცემა ჩემთვის მართლაც პირველია, თუმცა 12 წლის განმავლობაში დილის წამყვანი ვიყავი რადიო „ფორტუნაში“, არადა, ჩემთვის მტკივნეულია დილით ადრიანად ადგომის საკითხი. დილის გადაცემა, „ტვ პირველზე“, ეს ცხადია, ჩემთვის დიდი გამოწვევაა. სულ ვამბობ ხოლმე, რომ კარიერული კუთხით მუდამ მიმართლებს. მიმართლებს კოლექტივში. ძალიან გამიმართლა ბაჩოს სახითაც. ის ძალიან კომფორტულია, მისი იმედი სულ მაქვს ხოლმე.  საოცრად მოწესრიგებულია. ზღაპარივით არის ეს ყველაფერი, ისეთი სინთეზია ჩვენ შორის. წარმოუდგენელია, დილის 8 საათიდან იმუშაო მასთან, ვინც არ გიყვარს, ვისი აურაც არ გსიამოვნებს. დიდი მადლობა ყველას, რომ გადაწყვიტა და ჩვენ ორს მოგვანდო შაბათი-კვირის განწყობა. ასევე ვიტყვი, იმისთვის, რომ ტელევიზიაში იყო წარმატებული, რადიოს სკოლა უნდა გქონდეს გავლილი. ეს დიდი გამოცდილებაა, რადიოს კადრის ტელევიზიაში მისვლა, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯები. მეტყველება, სითამამე, პირდაპირი ეთერი, ეს დიდი გამოცდილებაა.

ბაჩო: 

მე და ხატიას მანამდე თანამშრომლები არ ვყოფილვართ, თუმცა ხშირად შევხვედრივართ ერთმანეთს სხვადასხვა პროექტში. ასეთი კომფორტული ადამიანი მანამდე არ შემხვედრია, ხატია  ნებისმიერ სიტუაციაში ჩემ გვერდით არის. ჩემთვის იუმორი ყველაზე კარგი საშუალებაა, გამოვხატო საკუთარი თავი. იუმორი და გულწრფელობა დილის ლაივში ძალიან მეხმარება. ხატიასაც ბრწყინვალე იუმორის გრძნობა აქვს.

ხატია, არის თუ არა ტელევიზია მომწამვლელი?

არის, იქ საოცარი გუნდი მხვდება, რომელიც ყველაფერზე ზრუნავს. მთავარია, ტელევიზიამდე მივაღწიო, მაღვიძარა ყოველ 5 წუთში ერთხელ მაქვს დაყენებული, რომ გავიღვიძო. ისეთი ფერადი ინტერიერი გვაქვს, რომ არ შეიძლება, გადაცემა კარგად არ წაიყვანო.

ბაჩო, გარკვეული პერიოდის წინ წონაში მკვეთრად დაიკელი, ახლა ცოტა მოიმატე…

როგორც ხდება ხოლმე… იმდენჯერ ვიცვალე ფერი, ახლა ცოტა მივუშვი, ალბათ, დავიღალე ხშირი კონტროლით, თუმცა, მთლად ძველი ფორმები არ არის. ძალიან გამხდარიც არ მინდა ვიყო, მოკლედ, ახლა 10-15 კილო რომ დავიკლო, იდეალურ ფორმაში ვიქნები. გურმანი ვარ, მიყვარს დროის ტარება,  გემრიელად ჭამა.

ვინ არიან თქვენი პირველი შემფასებლები?

ხატია:

პირველი შემფასებლები მეორე სართულზე განთავსებული გუნდია, ვინც ყურში გვყავს და ასევე ჩემი ჩემი მეგობრები, რომლებიც სპეციალურად იღვიძებენ და გვიყურებენ. სულ ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას, ეს არის ყველაზე დიდი სტიმული. რადიოში რომ ვმუშაობდი, რა თქმა უნდა, მინდოდა ტელეწამყვანობაც, ბავშვობაში დიქტორობა მსურდა. „ჯეოსტარი“ რომ მიმყავდა, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გამოწვევა იყო. მერე ვფიქრობდი, რომ არ მინდოდა, ერთ კონკრეტულ ტელევიზიაში ვყოფილიყავი…

ბაჩო:

ჩემი შემფასებლები ოჯახის წევრები არიან. იმ დღეს დედაჩემმა მითხრა, ამასობაში კიდევ უფრო კარგი წამყვანი გახდიო. დროსთან ერთად ბევრ რამეს ეჩვევი, თავისუფალი ხდები. როცა იცი, რას აკეთებ, ეს შემოქმედებითობას გაძლევს და როცა არ იცი, რას აკეთებ, გადარჩენაზე ხარ და მოქმედებაც ქაოსური ხდება. აი, სულ მშურს ხოლმე მხატვრების, თავიდან ბოლომდე საკუთარ პროდუქტზე პასუხისმგებლები თავად არიან.

ბაჩო, როგორ მიდის შენი სამსახიობო კარიერა?

ნორმალურად, როგორც შეეფერება ჩვენს ყოფას, გარემოს. სხვათა შორის, თეატრში დაბრუნდა ხალხი, სულ ანშლაგებია. ვაკეთებ ჩემთვის ყველზე საყვარელ საქმეს და ვფიქრობ, რომ პროფესიულად ვიზრდები. ერთადერთი, რასაც  ვინატრებდი, მაკლია მხატვრულ ფილმებში მონაწილეობა, ეს დანაკლისი მაქვს. ძალიან მინდა და მჭირდება.

ხატია:

„ფორტუნა პლუსის“ ეთერში ექსკლუზივს გავაჟღერებ, ბაჩოს ვოკალურ მონაცემებთან დაკავშირებით. დაელოდეთ 31 დეკემბრის დილას, სადაც ბაჩოს კიდე ერთ ამპლუაში ნახავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები