LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ თქვენთან ერთად წავიყვანთ ქვეყანას წინ, “ქართულ ოცნებას” აქვს ამის ნება და რესურსი” – ბიძინა ივანიშვილი

154
1445932598

“ჩვენ თქვენთან ერთად წავიყვანთ ქვეყანას წინ, განვითარებისკენ და წარმატებისკენ. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისკენ. “ქართულ ოცნებას” აქვს ამის ნება და რესურსი”,-ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო სიის წარდგენაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პარტია კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს, რათა ქვეყანაში ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, თითოეული მოქალაქე იყოს უკეთ, ვიდრე გუშინ იყო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

“მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი გუნდი ამ ნდობას ვაფასებთ და ძალიან ვუფრთხილდებით. სწორედ ეს ნდობა და მხარდაჭერა გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ ჩვენ თქვენთან ერთად წავიყვანთ ქვეყანას წინ, განვითარებისკენ და წარმატებისკენ. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისკენ”,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პარტია კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს იმისთვის, რომ “შევინარჩუნოთ მიღწეული და ვიზრუნოთ წინსვლაზე”.

“საქართველო უნდა იყოს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, ვიდრე გუშინ იყო. უფრო ახლოს იყოს ქვეყნის გამთლიანებასთან, უფრო ახლოს იყოს ევროპასა და ნატოსთან, დემოკრატიის სტანდარტები იყოს უფრო მაღალი, კიდევ უკეთ იყოს დაცული ადამიანის უფლებები. ეკონომიკური წინსვლა იყოს ყველასთვის თვალსაჩინო და ხელშესახები. შევძლოთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება, რომ აღარ გვყავდეს სოციალურად დაუცველი არცერთი მოქალაქე. ჩვენ ამას შევძლებთ. და ამის რწმენას მაძლევს მოტივირებულ პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც დღეს აქაა წარმოდგენილი. თითოეული თქვენგანი მზადაა ემსახუროს ხალხსა და ქვეყანას. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი შემძლე არიან გაუმკლავდნენ თავიანთ საქმეს, დარნენ იდეისა და საქმის ერთგულნი და ხალხი და ქვეყანა განსაცდელს აარიდონ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები