LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ თვითონ ვაპრობლემებთ ბევრ რამეს“- ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

4777
zura-mxeidze

„აზროვნების აკადემია“ სალონური საუბრების ფარგლებში ფსიქოლოგ ზურა მხეიძის ლექციიდან ამონარიდს გვთავაზობს, რომელიც ბედნიერებას ეხება.

„ყველაფერი შეგიძლია დაამძიმო და ყველაფერი შეგიძლია შეამსუბუქო; ჩვენ თვითონ ვაპრობლემებთ ბევრ რამეს;

ერთსა და იმავე მოცემულობაში შესაძლებელია ერთმა ადამიანმა ძალიან კარგი ცხოვრებით იცხოვროს, მეორემ კი – ვერა; იმის მიხედვით თუ როგორია შიდა კომუნიკაცია – თქვენ ან ბედნიერად გრძნობთ თავს ან ვერა; თქვენი არჩევანია, თუ როგორ კონცეფციას შეიმუშავებთ სამყაროსთან ურთიერთობისას. ცხოვრების სწავლა შესაძლებელია.

ეს არ არის დამოკიდებული ქონებაზე. თუ თქვენი ოცნებები გახდება მატერიალური, მაშინ მართვადი იქნები სისტემის მიერ; თუ სხვა ღირებულებები გაქვს – არამატერიალური და კარგად გრძნობ თავს, მაშინ შენ თავისუფალი ხარ და არა – მართვადი. საკუთარ თავში ხდება ყველაფერი, გააჩნია როგორ შეხედავ მოვლენებს. თუ შედეგის მიღება გვინდა, უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავთან ურთიერთობა. ურთიერთობის სწორად წარმართვისას მარტივია თავი იგრძნო ბედნიერად. და როდესაც ამას აკეთებ, ადვილად შეგიძლია გააბედნიერო სხვაც.

ყველაფერი ცუდი და კარგი არის ჩვენს თავში; „ემოციური ინტელექტი“ ამერიკიდან წამოსული ტერმინია და ისინი ირწმუნებიან, რომ „ემოციური ინტელექტი“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – „ინტელექტი“. „ემოციური ინტელექტი“ არის საკუთარი და სხვისი ემოციების მართვის უნარი.

ემოციები იმართება საკუთარ თავთან ზუსტად იმავე სასიგნალო სისტემით, რომლითაც ერთმანეთს შორის.“

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები