LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა – „პატრიოტთა ალიანსის“ შეკრება სპორტის სასახლეში

185
76914835-787100528402007-415477389410172928-n

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით  “პატრიოტთა ალიანსის” წევრები და მხარდამჭერები სპორტის სასახლეში შეიკრიბნენ. დღევანდელი ღონისძიებით პარტიის ლიდერებს სურთ ხელისუფლებას დაანახოს, რამდენად მასშტაბურია საზოგადოების პროტესტი არჩევნების თემაზე.

“დარბაზში იმიტომ ვიკრიბებით, რომ დათვლა უყვართ, აქ 11 000 სკამია, შესაბამისად 11 000 ადამიანია”- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

მთავარ მოთხოვნებში რჩება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასჯასაც. აქცია ამ დროისთვის უკვე დასრულებულია, თუმცა როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, პარტიის მიერ ორგანიზებული პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები დათმობაზე არ წავლენ.

რაც შეეხება ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსისა და მმართველი გუნდის დღევანდელ შეხვედრას, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ დღეს გამართული შეხვედრის გამო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ მადლიერია. მისი თქმით, ეს შეხვედრა დიალოგის დაწყების მცდელობაა და ოპტიმისტურად არის განწყობილი.

ხელისუფლების პოლიტიკურ წვალებას გავაგრძელებთ – მმართველი გუნდი გერმანულ მოდელზე მაინც არ დათანხმდა

„თუ კონსესუსის მიღწევა არ შეგიძლია ან არ გინდა, პოლიტიკაში არ უნდა იყო, ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ცხოვრებას ვუყურებ ოპტიმისტურად. არც ბრძოლით არ ვიღლები და ყურებიც არასდროს ჩამომიყრია”.- განცხადა ინაშვილმა

დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, „ქართული ოცნების“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ ექვსსაათიან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ე.წ. გერმანული მოდელი იყო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ გერმანული საარჩევნო კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ პროტესტს განაგრძობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები