LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან“..

72
abashidze 2

დღეს მამუკა ხაზარაძის გარდა, პარლამენტში ზურაბ აბაშიძესაც უსმენდნენ, თუმცა დახურულ ფორმატში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში  პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს საქმიანი შეხვედრა იყოს. მისივე თქმით,  ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან მიმართებაში ოფიციალურ თბილისს  რეალისტური ხედვა აქვს.

აბაშიძე ამბობს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები ჩიხშია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ქართული მხარე რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს.  პრემიერის სპეციალური წარმოამდგენელი აქცენტს აკეთებს, რომ რუსეთთან  ვაჭრობა გვაქვს, ასევე არსებობს სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარული ურთიერთობები და ტურიზმი.

“ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავუხატოთ რეალური სურათი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებობს. ამიტომ პარტიორებთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში ვართ და გვაქვს მათი სრული მხარდაჭერა “, – განაცხადა აბაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები