LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ვიქნებით ფანჯარა, რომელსაც ინვესტორები მიუკაკუნებენ”

94
თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტროს განსაკუთრებული ფუნქცია და დატვირთვა მიეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ თავად ზრუნავს საინვესტიციო პოლიტიკასა და ინვესტორებზე, არამედ სხვა უწყებებიც გაუწევენ კოორდინაციას.

„ჩვენ ვიქნებით ის ერთი ფანჯარა, რომელსაც მიუკაკუნებს თითოეული ინვესტორი”, – ამბობს თურნავა.

მინისტრის თქმით, სამინისტროში საინვესტიციო მიმართულებას ახალი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე წარუძღვება.

„ის გამოცდილი ადამიანია, კერძო სექტორიდან მოდის, მუშაობდა კორპორატიულ ბანკირად სხვადასხვა წამყვან კომპანიებში. ეკონომიკის სამინისტროს არის ის მთავარი საკონტაქტო უწყება, სადაც მოვა ნებისმიერი ინვესტორი და ჩვენ თავიდან ბოლომდე გავყვებით ისე, რომ მას არ უწევდეს ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში სიარული,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები