LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება ცილისწამება საზოგადოების ფუნდამენტს. ასეთი იყო ბოლო დღეების თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე” – სალომე ზურაბიშვილი

121
56956460-4022927324391414-6700466448562651136-o

“ბოლო დღეებში ვიხილეთ თავდასხმა საქართველოს ელესიაზე და მის ლიდერზე” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას. მისი თქმით ცილისწამება და დეზინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს ემუქრება და ამის მაგალითად საქართველოს ეკლესიასა და მის ლიდერებზე ბოლო დღეებში განხორციელებული თავდასხმა დააასახელა.

„სტაბილურობს გამოწვევები არა მარტო სამხედრო ხასიათისაა: ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს. ასეთი იყო ბოლო დღეების თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს”

პილატეს სასამართლო, უპრეცედენტო გადაწყვეტილება, შენდობის ბოდიში და იმედის ცისარტყელა - სინოდის ამბავი კიდევ გაგრძელდება

მღვდელმთავრობიდან განყენების თაობაზე ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურთა ნაწილი არ დაეთანხმა.

კონფერენცია საქართველოს სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, ალიანსის სხვა მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები დაესწრნენ.

 

პრემიერის საგანგებო განცხადება: მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები პატრიარქზე, არის შეტევა სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები