LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ბავშვებს ეშინიათ სიბნელეში ბუღდაჯანების, სინამდვილეში ის ბუღდაჯანები ჩვენ ვართ“ – ნათია ფანჯიკიძე

109
fanjikidzenews5

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ბავშვებში ღამის შიშებზე ისაუბრა და განმარტა, რა როლი აქვთ ამ დროს მშობლებს.

ბავშვების შიშების უმეტესობა უფროსების შიშია სინამდვილეში. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ბავშვებს ეშინიათ სიბნელეში ბუღდაჯანების. სინამდვილეში ის ბუღდაჯანები ჩვენ ვართ თვითონ. ზოგჯერ მშობლები თვითონ იგონებენ გუდიან კაცებს. მიზანი არის ბავშვის დაშინება. ​ბავშვს ეშინია იმიტომ, რომ შენ შეაშინე. თვითონ უფროსებს აქვთ იმდენნაირი არარეალური და მისტიკური შიშები. არის მრავალნაირი დაცვითი სიტყვები, რომლითაც უნდა დაიცვან თავი რაღაც საშინელებისგან, რაც უნდა გაიგონონ. გამომდინარე აქედან, ბავშვსაც ბუნებრივად მიაჩნია შემდეგ, რომ ეს რაღაცები საშიშია.

სიბნელე ყლაპავს ფერებს, საგნებს. ფსიქოლოგიურად ის განასახიერებს უფსკრულს, გაქრობას. ​როდესაც ბავშვი ამას უპირისპირდება, სულაც არ არის ეს სასაცილო და სახუმარო. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაცნოთ მას სიბნელე, ავუნთოთ შუქი, ვაჩვენოთ საგნები თავის ადგილზე, მერე ჩავაქროთ. ბავშვს ძალიან მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვს. მას ათასნაირი ასოციაციური წარმოსახვა შეუძლია დაუკავშიროს მოციმციმე ჩრდილებს, განათებებს, ბევრად უფრო მდიდარია ბავშვის წარმოსახვა, ვიდრე უფროსის“, – განაცხადა ფანჯიკიძემ „იმედის დღეში“ საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები