LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვყოფილვართ თურმე შეკრული დამნაშავეები – გიორგი ერმაკოვი

269
გიორგი ერმაკოვის სასამართლო

ჩვენ ვყოფილვართ თურმე შეკრული დამნაშავეები,- ამის შესახებ ბათუმის ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა ბათუმში საქალაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. გიორგი ერმაკოვი აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

„მე არ ვსაუბრობ ფაქტობრივ გარემოებზე, მთელ ქალაქში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც აქ მსხდომ ღირსეულ ადამიანებს არ იცნობდეს. ეს შეეხო ჩემს ღირსებას და ოჯახს. ჩვენ ვყოფილვართ თურმე შეკრული დამნაშავეები. მე პირველად მიწევს სასამართლო სხდომაზე ყოფნა, მითუმეტეს, ამ ფორმაში. მე ვთანამშრომლობდი და მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან, არავინ არ აპირებს ქალაქიდან წასვლას. რამდენიმე წლის წინ ვიმყოფებოდი პროკურატურაში გამოკითხვაზე – იმ პერიოდში მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ ვგეგმავდი წასვლას, თუმცა არ წავედი, რომ კითხვით ნიშნები არ გაჩენილიყო. ყველა ჩვენთაგანი და ვალდებულიცაა და ამას გავაკეთებთ, რომ სასამართლოში ნებისმიერ დროს გამოვცხადდებით. ჩემი თავი ამ წუთას არ მადარდებს, ვდარდობ ჩემს ოჯახს. აღკვეთი ღონისძიება გირაოთი შეიცვალოს”,- განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს არჩილ ვანაძეს, მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარე ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებს, რომ მასთან არ ითანამშრომლა.

„დაკავების დროს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებოდი და არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. თეორიულად ბევრი რამე შეიძლება ვივარაუდოდთ, თუმცა გაქცევა გამორიცხულია. შეუძლებელია, რომ ვინმემ რაიმე ზეგავლენა მოახდინოს. გთხოვთ აღკვეთი ღონისძიების სახით 30-ათას ლარიანი გირაო გამოიყენოთ”,- განაცხადა არჩილ ვანაძემ.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ პირებს გამოძიება ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვასა და მითვისებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ ასევე დაკავებული არიან ბათუმის მერიის ოთხი თანამშრომელი, რომელებსაც გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები