LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ხალხი თუ ბრძოლას იწყებს, მას აუცილებლად გამარჯვებით ამთავრებს

80
123583435-672028623750528-694098921192295731-n

„ჩვენ გვყავს ერთი საერთო მტერი, ერთი მოწინააღმდეგე, ერთი ხილული და უხილავი ავის მოსურნე. ეს გახლავთ ივანიშვილი და მისი მცირერიცხოვანი ხროვა, რომლის დღეები ოქმის მიუხედავად დათვლილია“ – ასე მიმართა საზოგადოებას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციური პარტიის აქციაზე გამოსვლის დროს.

როგორც შალვა ნათელაშვილმა თქვა, დღევანდელი საღამო და შეკრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხალხის დამარცხება შეუძლებელია ყოველგვარი გაყალბებული ხმებითაც კი.

„დარწმუნებული იყავით, რომ თუ გაგრძელდება ეს მუხტი და უნდა გაგრძელდეს, ჩვენ აქ მივიღებთ პატაკს იმისთ თაობაზე, რომ ხელისუფლება მიდის და ძალაუფლეაბა გადადის ქართველ ხალხზე. მთავარია, არ დავიღალოთ, ბრძოლა არ შევწყვიტოთ და დამერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის თავზე ამობრწყინდება ის დაპირებული ცისკარი, რომელიც ისედაც მომეართება“.
მან თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა ურცხვად, უზნეოდ და დანაშაულებრივად.
„ოლიგარქიას ხალხის უმრავლესობის არავითარი მხარდაჭერა არ აქვს, თუ არ ჩავთვლით დაშინებულ თანამდებობის პირებს, კრიმინალებს და ზონდერებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ხალხის უმრავლესობას და წარმოადგენენ ავადმყოფობას ერის ჯანმრთელ ორგანიზმზე, რომელიც უნდა მოიცილოს თქვენთან ერთად“.

ესაა თაღლითების ოცნება: აუცილებლად გავიმარჯვებთ! – ოპოზიციის ლიდერები არჩევნებს არ აღიარებენ და ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ

ნათელაშვილის თქმით, ეს არჩევნები არ იყო არჩევნები, ეს იყო ხალხის ფიცხელი ბრძოლა დანაშაულებრივ, მჩაგვრელ რეჟიმთან.
ბოლოს კი განაცხადა: „ჩვენი ხალხი თუ ბრძოლას იწყებს, მას აუცილებლად გამარჯვებით ამთავრებს და ჩვენ ამ მოვლენის მომსწრენი გავხდებით ძალიან მალე“ – და სიტყვა გადასცა ნიკა მელიას ამ მიმართვით: „აი გამოჩნდა ჩვენი მებრძოლი ნიკა მელია, საამაყო პოლიტიკური ლიდერი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები