LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვალი 2.5-ჯერ გამეზარდა – ენძელა მაჭავარიანი

endzela-machavarian-i-640x400

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენძელა მაჭავარიანი ეკონომიკის მინიტრს გიორგი ქობულიას აკრიტიკებს. დეპუტატის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან ვალი გაეზარდა, რადგან დოლარში ჰქონდა აღებული. როგორც მაჭავარიანი ამბობს, ამის გამო ახლა უფრო ღარიბულად ცხოვრობს, ვიდრე მანამდე ცხოვრობდა.

“მე მაქვს ვალი დოლარში და ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია. ჩემი ვალი ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2.5-ჯერ გაიზარდა და ეს განაპირობებს იმას, რომ მე უფრო ღარიბულად ვიცხოვრებ, ვიდრე მანამდე ვცხოვრობდი და ასეთი საკითხები როგორი იქნება მოგვარებული?

მე მესმის, რომ ძალიან კარგი ნაბიჯი გადავდგით ჩვენ და სულ არ ვფიქრობ, რომ ის 600 000 ადამიანი, რომელიც გათავისუფლდა ვალებისგან, ძალიან კარგია და არ ვთვლი, რომ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. რაც შეიძლება მეტი უნდა შევუწყოთ ადამიანებს ხელი და აგრეთვე ბიუჯეტში სოციალურ დაცვაზე ვხარჯავთ ძალიან ბევრს და შედეგი ისეთი არ გვაქვს, როგორიც ამ თანხის ხარჯვით უნდა გვქონდეს” – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა

https://www.facebook.com/netgazeti/videos/2145625809024239/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები