LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მისიაა ქართული ღვინის კულტურის რენესანსი – ბაზარზე „მარადისეული“ გამოჩნდა

242
LMP-6789

ქართულ ღვინის ინდუსტრიას კიდევ ერთი ღვინის კომპანია – „მარადისეული“ შეუერთდა. „მარადისეულის“ დამფუძნებლები ახალგაზრდა ბიზნესმენები: გიორგი თაქთაქიშვილი და ბექა ჟვანია არიან, რომლებმაც ღვინის წარმოება და ბაზრის შესწავლა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყეს.

კომპანია საჯარო ასპარეზზე გასულ კვირას გამოვიდა და მის დამფუძნებელს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ. როგორც თავად ამბობენ, „მარადისეული“  ღვინის სავანეა, სადაც  თავს იყრის დაუსაბამო ცოდნა ღვინის კულტურისა და წარმოების შესახებ. კომპანიაში აცხადებენ, რომ სავანეში მოხდება არამარტო ღვინის წარმოება, არამედ ღვინის დაყენების უძელესი ქართული ცოდნის მოძიება, შეგროვება და გავრცელება.

„მარადისეული, ეს არის ღვინის სავანე, სადაც თავს იყრის ქართული მეღვინეობის 8000 წლოვანი ცოდნა, ღვინისა და ქვევრის ათასწლოვანი ურთიერთობის ცოცხალი ისტორი, ანუ ქართველთა მიერ დაგროვილი სიბრძნე, ერთი წინადადებით შეიძლება ასეც ითქვას, რომ სავანე ეს არის ადგილი, სადაც თავისუფლდება ღვინოსთან დაკავშირებული დაუსაბამო ცოდნა,“ – აცხადებს გიორგი თაქთაქიშვილი

ქართული ღვინის სავანე “მარადისეული” მდებარეობს ქართლში, ასურელთა მიერ დასახლებულ სოფელ ქანდაში, სადაც ასურელები დღემდე ქრისტეს  ენაზე, არამეულად საუბრობენ. სოფელში არსებული ცამეტი ასურელი მამის მონასტერი მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი ადგილია, სადაც მართლმადიდებლური წირვა ლოცვა მიმდინარეობს  არამეულ ენაზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „მარადისეულის“ მიზანია, ქართლის უნიკალური ვაზის ჯიშების აღმოჩენა და პოპულარიზაცია. ამ ეტაპისთვის, “მარადისეული” აწარმოებს 4 ჯიშის ვაზისგან დაყენებულ ღვინოებს, ესენია: ჩინებული, გორული მწვანე და „მარადისეულის“ მიერ შექმნილი ღვინო „სავანე“, რომელიც შეიქმნა დანახარულისა და ბუდეშურული საფერავის ჯიშების სეპაჟით.

„ჩვენი მისიაა ქართული ღვინის კულტურის რენესანსი, დაფარული-დაკარგული ქართული ცოდნის აღმოჩენა, გათავისუფლება და გაზიარება სამყაროსთვის. გვჯერა, რომ  ღვინო კაცობრიობის უძველესი ქართული ცოდნაა და მასთან ჭეშმარიტი ზიარება ადამიანს შემოქმედებით აზროვნებაში, საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთ შეცნობაში ეხმარება,“ – აღნიშნავს ბექა ჟვანია.

„მარადისეულის“ ღვინის სამი სახეობა, საწყის ეტაპზე, ქართული ბაზრისთვისაა განკუთვნილი, თუმცა კომპანიაში მიდის მზადება იმისთვის, რომ მომავალი წლიდან დაიწყოს ექსპორტი როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ კონტინენტების ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ სულ მალე კომპანია დაიწყებს ფართომასშტაბიან უპრეცენდენტო კამპანიასაც ღვინის ინდუსტრიაში – სახელწოდებით #შეაგროვეცოდნაღვინოზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები