LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მთავრობა მოქმედებს, ისე, რომ არ დაზიანდეს საქართველოს ინტერესები და ზიანი არ მიადგეს უკრაინის ინტერესებს: გიორგი ვოლსკი

78
გია ვოლსკი

საქართველოს მთავრობა მოქმედებს ისე, რომ საქართველოს ინტერესები არ იყოს დაზიანებული და მოქმედებს ისე, რომ უკრაინელ ხალხს და უკრაინის ინტერესებს, არ მიადგეს რაიმე ზიანი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„იყო კონგრესმენთა დიდი ჯგუფის განცხადება, რომ საქართველო ტაშს იმსახურებს იმ პოზიციის გამო, რომელიც მან გამოხატა პოლიტიკურად და ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით. საქართველო ტაშს იმსახურებს იმ პერიოდში, როდესაც მისი ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. საქართველო ტაშს იმსახურებს მაშინ, როდესაც უკრაინის შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება და ყველაზე საფრთხის შემცველია ის ვითარება, რომელიც საქართველოს გარშემო ტრიალებს. საქართველო ტაშს იმსახურებს იმის გამო, რაც მთავრობამ და საზოგადოებამ გააკეთა, როდესაც უკრაინელ ხალხს დაუდგა გვერდში. ეს არის მიდგომა, რომელსაც იზიარებს ჩვენი კოლეგების და ჩვენი პარტნიორების დიდი ნაწილი.

ცალკეული გამოსვლები და განცხადებები, რაც არ უნდა ვეცადოთ, ვერ იქნება განხილული იმის საწინააღმდეგოდ რაც გააკეთა საქართველოს მთავრობამ. ამის შემფასებელი პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებაა, ხალხი, რომელიც მხარს უჭერს იმ პოზიციას, რომელიც გულისხმობს ომის და ეკონომიკური ნგრევის თავიდან არიდებას. საქართველოს მთავრობა მოქმედებს ისე, რომ საქართველოს ინტერესები არ იყოს დაზიანებული. მთავრობა მოქმედებს ისე, რომ უკრაინელ ხალხს და უკრაინის ინტერესებს, რომელიც ნამდვილად გადაჭდობილია საქართველოს ინტერესებთან, არ მიადგეს რაიმე ზიანი. სწორედ აქედან გამომდინარეა ის ნაბიჯები, რაც საქართველომ პოლიტიკურ ასპარეზზე გადადგა. ამას ვერანაირი ინტერპრეტაცია ჩრდილს ვერ მიაყენებს. სამწუხაროა, რომ ეს ჩვენთან ყველაზე ნაკლებად ესმით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები