LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი პირდაპირი ამოცანა არ არის თანამშრომლების შემცირება

67

ჩვენი პირდაპირი ამოცანა არ არის თანამშრომლების შემცირება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ხარჯების ოპტიმიზაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ადმინისტრაციული და სახელფასო ანაზღაურების 10% -იანი კლებაა მოსალოდნელი და მაღალი ალაბათობით ასეც იქნება. ჩვენ საკმაოდ გამოწურული ბიუჯეტი გვქონდა. მაღალი ადმინისტრაციული ხარჯები ისედაც არ გვქონდა. ახლა ვგეგმავთ დაზოგვები განვახორციელოთ ჯამურ ბიუჯეტში იმისთვის, ვინც მართლაც ეფექტურად მუშაობს, რათა 10%-იანი კლება არ მოხდეს, არამედ შევქმნათ იმის შესაძლებლობა, რომ მათ დავუბალანსოთ სხვა მიმართულებით დაზოგილი თანხებით. ”, – განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები