LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები: პაატა იმნაძე

48
პაატა-იმნაძე

“ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები”, – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს, ელემენტარული რეგულაციების დაცვაა საჭირო.

“თუ არ გვინდა შეზღუდვები, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა ეპიდაფეთქება, ყველა “კლასტერი“, რაც დღეს გვაქვს, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფების შემდეგ, სამწუხაროდ, როგორც ჭირისუფრების, ასევე ქორწილების შემდეგ. გასაგებია, პირბადით ვერ იჯდები სუფრასთან. ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები”, – აცხადებს იმნაძე.

შეგახსენებთ, შრომის ინსპექციამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ფართის სოციალური ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოიჯარე ფიზიკური პირი – 2 ათასი ლარით დაჯარიმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები