LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი შეზღუდვები რესტორნებსაც იცავს იმისგან, რომ მეორე დღეს არ მოგვიხდეს ისევ შეზღუდვების დაწესება – მინისტრი

69
7dhdh

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ რესტორნების მთავარი მტერი პანდემიაა. ნათია თურნავას თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა შეზღუდვების ერთბაშად მოხსნის შემთხვევაში ვითარების გაუარესების საფრთხეა.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რესტორნების წუხილი, მათ უნდათ მეტი, არა მარტო ღია, არამედ დახურული სივრცეებიც, შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნაც, საათების შეზღუდვის მოხსნაც. გასაგებია ეს ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა მათი პირველი მტერი არის პანდემია. ჩვენი შეზღუდვები, მათ შორის რესტორნებსაც იცავს იმისგან, რომ მეორე დღეს არ მოგვიხდეს ყველაფრის უკან გამოთხოვა და ისევ შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, დღეიდან სარესტორნო ბიზნესის ღია სივრცეები იხსნება. კაფეები, რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით განაახლებენ მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები