LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, პურზე არსებული ფასი არ გაიზარდოს – მთავრობა

64
8863c931edae845dd12acaa3a0f5a228-XL

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პურის მწარმოებლებს, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასთან და იმპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით მეწარმეებს და მათთან ერთად დეტალურად განვიხილავთ ყველა იმ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას, საიდანაც ხორბლის შესყიდვაა შესაძლებელი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, პურზე არსებული ფასი არ გაიზარდოს“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეგახსენებთ, პანდემიით შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი მოხამარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობა 2020 წლის დეკემბრიდან, ხორბლის ფქვილის სუბსიდირებას ახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები