LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ” – ბახტაძე

73

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკულ ჟურნალ WSJ Frontiers-თან ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებაზე ისაუბრა.

კითხვაზე არის თუ არა ამ კუთხით რაიმე პროგრესი, ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

„ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვენ უპირობოდ ვემხრობით პრობლემის პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით მოგვარებას. საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაუმჯობესებაა“ – განაცხადა ბახტაძემ.

ჟურნალისტი ინტერვიუს დროს ასევე დაინტერესდა ბლოკჩეინთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯებითაც. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც თავის საჯარო მომსახურებაში – კერძო საკუთრების რეგისტრაციისას, დანერგა ბლოკჩეინის ტექნოლოგია.

“მართლაც საოცარი შედეგები მივიღეთ. ჩვენ 30%-ით შევამცირეთ საოპერაციო ხარჯები და გავზარდეთ პროდუქტიულობა. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჯანდაცვისა და განათლების გადაყვანას ციფრულ ტექნოლოგიებზე – ორივე სექტორში გამოყენებული იქნება ბოლკჩეინი. ბლოკჩეინის ტექნოლოგიას და კონცეფციას შეუძლია მთავრობისა და საჯარო უწყებების მიერ მიწოდებული მომსახურების დონის საგრძნობლად გაზრდა. ვცდილობთ, ამ ტექნოლოგის დანერგვა-განვრცობას ყველა ძირითად სფეროში”,- აღნიშნავს პრემიერი ინტერვიუში, რიმელიც WSJ Frontiers-მა მისი აშშ-ში ვიზიტისას ჩაწერა და რომლის ქართულ ვერსიასაც პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები