LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ყანჩელი“ – პირველი დიდი კონცერტი მისთვის და მის გარეშე (ვიდეო)

508
72979453-2479608545590556-8986343567861481472-n

18 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გია ყანჩელისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი ცაგარელი და სხვა მუსიკოსები მაესტროს განუმეორებელი შემოქმედებისთვის გაერთიანდენ. მემორიალურ საღამოზე ლეგენდარული კომპოზიტორის კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა, რჩეული ნაწარმოებები და გენიალური ქმნილება Styx შესრულდა. როგორც მუსიკოსები ამბობენ, ეს პირველი დიდი პროექტი იყო გია ყანჩელის გარეშე, მაგრამ მისთვის.

ფილარმონიის დიდ სცენაზე ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო გუნდი, გორის ქალთა კამერული გუნდი და სოლისტები: გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, მიშო ჯავახიშვილი და ზვიად მიჩილაშვილი წარსდგენენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები